გურჯაანის მუნიციპალიტეტი შედის კახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 23 ტერიტორიული ორგანო და 30 სოფელი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან, არაშენდის, ახაშენის, ბაკურციხის, გურჯაანის, ვაზისუბნის, ვაჩნაძიანის თემის, ველისციხის, ვეჯინის, ზემო კაჭრეთის, კალაურის, კარდენახის, კაჭრეთის, კოლაგის, მელაანის, მუკუზნის, ნანიანის, შაშიანის, ჩალაუბნის, ჩუმლაყის, ძირკოკის, ჭანდარის, ჭერემისა და ჯიმითის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფართობია 846,0 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 54 337 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 64,2 კაცი. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი გურჯაანი. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ველისციხე (4508 ადამიანი), გურჯაანიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ნანიანი (40 კმ.).
1 |
არაშენდა |
9 |
ვეჯინი |
17 |
კოლაგი |
25 |
ჩალაუბანი |
2 |
ახაშენი |
10 |
ზეგაანი |
18 |
მელაანი |
26 |
ჩუმლაყი |
3 |
ბაკურციხე |
11 |
ზემო კაჭრეთი |
19 |
მუკუზანი |
27 |
ძირკოკი |
4 |
გურჯაანი (სოფელი) |
12 |
ზიარი |
20 |
ნანიანი |
28 |
ჯანდარი |
5 |
დარჩეთი |
13 |
კალაური |
21 |
ფხოველი |
29 |
ჭერემი |
6 |
ვაზისუბანი |
14 |
კარდენახი |
22 |
ქოდალო |
30 |
ჯიმითი |
7 |
ვაჩნაძიანი |
15 |
კაჭრეთი |
23 |
ყიტაანი |
|
|
8 |
ველისციხე |
16 |
კახიფარი |
24 |
შაშიანი |
|
|
|